“არ მჯერა რომ ამის დაწერა მიწევს”- ლულუ კახიანი 15 წლის შვილის გარდაცვალებაზე

2 დღის წინ ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოს  გიორგი გვარჯალაძის 15 წლის ქალიშვილი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკულად დაღუპული მე-9 კლასელი გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

ლულუ კახიანი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თან ურთავს შვილის ვიდეოს. 

“ჩემი საოცრება ჩემთან აღარაა…არ მჯერა რომ ამის დაწერა მიწევს პანაშვიდები ხვალ და ზეგ.ჩემი Lenø ჩემი სიცოცხლე როგორ მიყვარხარ, რა გავაკეთო არ ვიცი დეე…”-წერს ლულუ კახიანი.