„ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ სიმართლე, მისი მოსმენა მაინც მოგიწევთ” – ასე უპსუხა პრტემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პლენარულულ სხდომაზე, სად ის ქვეყანაში კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სწორედ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად იმართება.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ დამოკიდებულება და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭვირვალე“,- განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება 10 წუთში შეაფასა.
„სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გამოიწვია პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა და მუქარა. ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. საუბარია ძირითადად, ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე, ანუ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომელზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.