არ შევხედავდი ასე იუმორით ამ მუქრის წერილს – ეკა ბესელია ხაზარაძის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტიიდან პროტესტით წასული ეკა ბესელია საჭიროდ თვლის „თიბისი ბანკის“ საქმეზე და ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილზე, საგამოძიებო კონტროლი განხორციელდეს. დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებელია ამ საკითხით პარლამენტი დაინტერესდეს და დაიწყოს დეტალური და სიღრმისეული შესწავლა.
„ვერ დავამტკიცებთ და ვერ ვიტყვით უტყუარი სტანდარტით, სარწმუნოა ბრალდებები ხაზარაძის მხრიდან თუ არ არის სერიოზული. ყველა შემთხვევაში, საკითხი რომ არ დარჩეს ღიად და არ დარჩეს კითხვები, ასევე არ გამოიწვიოს ეჭვები, რომელიც მიმართულია მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ, სჭირდება საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა. გამოძიება აბსოლუტური მიუკერძოებლობითაც რომ ჩატარდეს, ადამიანებს მაინც გაუჩნდებათ ეჭვები, რადგან საქმე ეხება სახელმწიფიოს მაღალ პოლიტიკურ პირს“. ასე იუმორით არ შევხედავდი ამ წერილს. საჭიროა საზოგადოებას მიეწოდოს პასუხი“ – აცხადებს ეკა ბესელია.