მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოცილების შესახებ სინოდის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად მამა ანდრია იჩხურის მონასტერს ტოვებს. ამის შესახებ მან მრევლს დღევანდელი ქადაგების დროს უთხრა.
მთავარ არხთან ინტერვიუში მამა ანდრია ამბობს, რომ ის უარს არ ამბობს მღვდელმსახურებაზე, თუმცა წინამძღვრის თანამდებობას ტოვებს.
“ჩემთვის ეს არის ბოლო წირვა იმიტომ, რომ არ ვაპირებ მსახურებას იჩხურში. ეკლესიის წევრად ვრჩები. ჩემი გადაწყვეტილება არის რომ სანამ გაირკვევა და სინოდი თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობდნენ… არ ვცნობ სიცრუის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული”, — განაცხადა სასულიერო პირმა.