არ ვიცი მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე- მამუკა მდინარაძე ნაძვის ხეზე

,,ასეთი სილამაზე საამაყოა და არ ვიცი, მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე”,- განაცხადა საახალწლო ნაძვის ხეზე და მორთულობაზე მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, გუშინ ღამით რუსთაველი გადაჭედილი იყო, რადგან ყველა ცდილობს ამ სილამაზის ნახვას.

ის ნაძვის ხის კრიტიკოსებსაც პასუხობს და ამბობს, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხე ტრენდული და გემოვნებიანია. ,,ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული ,,იოლკა” აქ ვერ დავდგით და რა ვიცი, ასეთია ტრენდული და მართლა გემოვნებიანი”, – აცხადებს მდინარაძე კახა კალაძის ,,ფეისბუქ” ლაივში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქვეყანას გამთლიანება და ეკონომიკური წინსვლაც უსურვა და აღნიშნა, რომ ამას საქართველო მაშინ შეძლებს, როცა კახა კალაძესავით დღე და ღამ არავინ დაიძინებს. ,,მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად, როგორც კახი არ იძინებს დღე და ღამე , ისე არ უნდა დაიძინოს არავინ , რომ ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც 996 853 ლარი დაჯდა, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.