არ ვიცოდი, რომ საზიზღარი იყო-ტრამპი მეგან მარკლის შესახებ

“არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო”- აშშ-ს პრეზიდენტმა მეგან მარკლის  შესახებ  გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს მთავარი თემა ბრექსიტი, ტერეზა მეის პოლიტიკური შეხედულებები იყო.

აშშ-ს პრეიდენტს ჟურნალისტა სასექსის ჰერცოგინიას განცხადებები შეახსენა. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე  უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.

“არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო. იმედი მაქვს, კარგადაა, დარწმუნებული ვარ კარგად გაუძღვება საქმეებს”, განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.

დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა და  პრინც ჰარის, უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდება. მეგან მარკლი კი შეხვედრას, ბავშვის გაჩენის მიზეზით არ დაესწრება. პრინც ჩარლზთან  სავარაუდოდ,ტრამპი კლიმატურ ცვლილებებზეც ისაუბრებს.

“ვიცი, რომ კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბრებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰაერი გვაქვს. ჩვენს წყალსა და ჰაერს არაფერი სჭირს”, – განაცხადა ინტერვიუს დროს ტრამპმა.