პარლამენტთან პანკისელების მხარდამჭერი და ჰესების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და მოითხოვენ არ დააკავონ პანკისელები, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი, პანკისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს და მათ გადადგომას მოითხოვს.