“არა ქიმიურ ტერმინალს” – აქცია ბათუმში

{{ARTICLEIMAGE}}
“არა ქიმიურ ტერმინალს”, – ამ ლოზუნგით ბათუმში, მერიასთან მოქალაქეები სამედიცინო პირბადეებით და აირწინაღებით მივიდნენ და პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ტერმინალში გადამუშავებული ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ. ბათუმის მერიას კი განმარტებას სთხოვენ, ჰქონდა თუ არა ნებართვა გაცემული ტერმინალის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. საუბარია ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, რომელმაც წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქი უნდა გადაამუშაოს.