“არა საარჩევნო პოსტერებს”- ამ ლოზუნგით დღეს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პოსტერებისთვის განკუთვნილი თანხით ოქროყანაში 24 ნერგი დარგო. იოსელიანის თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს და სწორედ ამ მოტივით ამბობს უარს საარჩევნო პლაკატების ბეჭდვაზე. მაჟორიტარის თქმით, დანაზოგი ფული მთლიანად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
“არა საარჩევნო პლაკატებს! პლაკატების ნაცვლად, გამწვანება. მე და ჩემმა გუნდმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტი, რომელიც წინასაარჩევნო პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს – სჯობს მთაწმინდის, ვერის, სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს”-აცხადებს ლევან იოსელიანი.
ლევან იოსელიანი მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.
პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება