ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როსტო, იგივე ლევან როსტოშვილი თავის დროზე პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.
ჟორჟოლიანი ასევე აცხადებს, რომ როსტო სასჯელს რეალიზაციის ფაქტზე არ იხდიდა.
“როგორც წესი სხვებს ვაკრიტიკებ ამ ქალის პოსტებზე რეაქციის გამო, მაგრამ იმდენად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს პასუხი აუცილებელია. მეგობრებო, ეს არის ცრუ ინფორმაცია. როსტო არავის შეუწყალებია. ის გამოვიდა, ახალი კანონის თანახმად, როცა პატიმარს ჯერ შაბათ-კვირას უშვებენ სახლში და შემდეგ უკვე სამაჯურით. არანაირი შეწყალება. არავის მხრიდან , რაც ჩემგან არაერთხელ გამხდარა წყენის მიზეზი და საჯაროდაც გამომიხატავს. და მეორე, როსტოს არასოდეს ჰქონია წაყენებული რეალიზაციის მუხლი”-წერს ჟორჟოლიანი.