“არაფერი არ მუშაობს უკვე ბოტების, ტროლების და ბიძინავიზიების“–გვარამია

რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოში მიმდინარე პროცესებს რეალურად რუსეთ–საქართველოს შორის დაპირისპირებას უწოდებს და თვლის, რომ სხვა ყველა საკითხი მეორეხარისხოვანია:

“არაფერი არ მუშაობს უკვე ბოტების, ტროლების და ბიძინავიზიების. არ ილექება, ისხლიტავს ხალხი. სინამდვილეში, რუსეთ საქართველოს დაპირისპირებაა ქვეყანაში და ესაა მთავარი თემა. მორჩა უკვე გაშიშვლებულია ეგ ამბავი და ვერ გადაფარავს ვერც გაბუნიას ყ@@ობა, ვერც ჩემი ღვინოზე აგორებული დეზინფორმაცია, ვერც რუსთავი 2ს წავიღებთ სიცრუით დამამშვიდებელი კამპანია და საერთოდ ვერაფერი.

გახარია სისხლიანი ჟანდარმია! ივანიშვილი რუსეთიდან მართული უზურპატორია! ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანის მმართველობას პუტინისტები უნდა ჩამოშორდნენ. დაიხურა საკითხი.
ვინც ამას ვერ ხვდება და ამ გეოპოლიტიკურ მომენტუმს ვერ გრძნობს;
ვისაც გონია, რომ ახლა რაღაც სანქციებზე, ღვინოზე, ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე ლუღლუღის დროა და ესაა მნიშვნელოვანიარა მგონია, საერთოდ ესმოდეს, ქართულ პოლიტიკაში ახლა რა ხდება და ჯობია პოლიტიკას შეეშვას და სხვა საქმით დაკავდეს.
p.s არც ქოცებს არ გაუვათ ამის გადაფარვა და ოპოზიციამაც დაასრულეთ ძლაუნებრუად ქოცების წისქვილზე წყლის დასხმა და მთავარი მესიჯის გადღაბნა რაღაც მეორეხარისხოვანი და სულელური, სუსის მიერ მოგონილი მესიჯებით.“–წერს გვარამია.