“არაფერი დავით გარეჯში არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა გუშინ და გუშინ წინ”-ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ  რუსთაველის გამზირზე მყოფი აქტივისტების ყურადღების გადატანა გარეჯის თემაზე ხელოვნურად ხდება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

“არაფერი დავით გარეჯში არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა გუშინ და გუშინ წინ. მცდელობა რუსთაველის გამზირის აქტივი წაიღოთ შორს ძალიან ხელის გულზე დევს. ვერც ყურადღებას გაფანტავთ მთავარი მოვლენებიდან”-წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში ვიტარება გუშინ ღამე დაიძაბა, ერთმანეთს გუშინ ქართველი აქტივისტები და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.