დედაქალაქის მერმა , რომელიც ცოტა ხნის წინ გლდანში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მერიამ საინტერესო რუბრიკა დაიწყო – “არაფერი არ კეთდება”. მერი ამბობს, რომ ამ რუბრიკით, მოქალაქეებს ყოველდღიურად ინფორმაცია მიეწოდებათ იმ პროეტებზე, რაც ქალაქში ხორციელდება.
ამის შემდეგ კახა კალაძემ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე მოწესრიგდა საკალიზაციო, სანიაღვრე სისტემა. მისივე ინფორმაციით, შეცვლილია გაზის მილებიც, ბოლო ეტაპი კი გზის საფარის დაგებაა.
კალაძე ამბობს, რომ იყო პრობლემები, რაც დღეისთვის უკვე მოგვარებულია. შეგახსენებთ, მან სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ცოტა ხნის წინ შენიშვნა მისცა.
თბილისის მერი ლაივებს პერიოდულად სხვადასხვა უბნიდან რთავს და მოქალაქეებს ინფორმაციას ადგილიდან აწვდის, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.