მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
“საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. დღეს, 3 საათზე გაიმართა სპექტაკლი სახელწოდებით “სასამართლო ცხინვალში” და ოკუპანტებმა 2 თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვეს. რა თქმა უნდა, არ უნდა გავაღიზიანოთ რუსები, პირიქით, სასწრაფოდ გავუხსნათ თბილისის ცენტრში რუსული კულტურის ცენტრი არადა მახსოვს, რას გვპირდებოდა ხელისუფლება, ხან 2 დღეში, ხან კვირის ბოლოს, ხანაც იმავე საღამოს აბრუნებდნენ ვაჟა ექიმს. მოკლედ, არაფრის გამკეთებლები ხართ გარე მტერთან, მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ტერორი გეხერხებათ კარგად!” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.