არაკორექტული იქნება, აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში ვიზიტისას ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.
“ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.