არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ არ იქნება – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
“სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ეს ასეც იქნება, გამჭვირვალე პროცესის სასამართლოსი და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესის ირგვლივ, არ იქნება,”-აცხადებს ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.