“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა “რუსთავი 2” – ის ეთერში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „არანაირი მუხრუჭი აღარ არსებობს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ,“-განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა “არჩევანში”
„ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატაროს. ის, რაც მეორე ტურში “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა და იკადრა ჩვენ შეიძლება გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მეორე ტური იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. ეს უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ყოველ მომდევნო არჩევნებს ჩაატარებდა კიდევ უფრო ცუდად და დღეს ამას უკვე ჩვენ ვხედავთ.”- აცხადებს გიგი უგულავა.
როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერი აცხადებს ხელისუბლეამ საკითხი თვითონ დააყენა ისე რომ თუ “ოცნება” ზუგდიდში წააგებს ის წააგებს ყველგან და ყველაფერს დაკარგავს. ის ასევე ეხმაურება ზუგდიდში ღამით განვითარებულ მოვლენებს როდესაც საოლქო კომისიიდან ამომრჩეველთა სიები გაიტანეს თუმცა მალევე ოპოზიციის ჩარევის შემდეგ უკან დააბრუნეს. უგულავს განცხადების ეს ქმედება მიანიშნებდა იმაზე რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ მათი დრო იწურება და საათები დათვლილია.