“არანორმალურია იმ ხალხს ბნელი და რუსეთუმე ეძახო, ვინც 7 იანვარს აღნიშნავს შობას” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“სრულიად ნორმალურია, კულტურულ დისკუსიაში გქონდეს არგუმენტი, 25 დეკემბერს შევუერთდეთ შობის აღნიშვნას, თუმცა სრულიად არანორმალურია იმ ხალხს ბნელი, ჩამორჩენილი და რუსეთუმე ეძახო, ვინც დღეს, 7 იანვარს აღნიშნავს შობას. დიდ რელიგიურობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ასე, ,,შორიდან მაყურებელს” რწმენა კალენდარული განცდა ნაკლებად მგონია, კალენდარი უბრალოდ სიმბოლურ ნიშნულებს გვთავაზობს მნიშვნელოვნის შესახსენებლად და დაე, იყოს მაგალითად, დედაჩემისთვის ეს ნიშნული 7 იანვარი, ჩემი ერთი მეზობლისთვის 6 და მეორესთვის 25 დეკემბერი, თორემ ქრისიტიანი რომ ყოველდღიურად საკუთარ თავში უნდა შობდეს ქრისტეს, როგორც იდეას და ეს გვიჭირს, ამაზე ვიდარდოთ.
ჰოდა, შობას გილოცავთ! “, – წერს კეკელიძე.