{{ARTICLEIMAGE}}
არასამთავრობო ორგანიზაციები დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პირველი იანვრიდან ამოქმედებას ნაჩქარევს უწოდებენ და გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპენსიო სააგენტომ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს არასამთავრობო სექტორთან გამართა, რომელთა განცხადებითაც კანონის ამოქმედებამდე 2 კვირით ადრე ბევრი კითხვა არსებობს და საზოგადოებას პასუხები არ აქვს. მათი თქმით, პრობლემურია ის, რომ ბიზნესისთვის ამ დრომდე გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს კანონის ადმინისტრირება და რამდენად მიზნობრივად გამოიყენებს ფონდში ჩარიცხულ თანხებს სახელმწიფო.
არასამთვრბო ორგანიზაციები თვლიან, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ კანონი მიღებულია და რეფორმის გადავასდების საკითხი არ დგას. ლევან სურგულაძის თქმით, საგენტო სისტემის ამოქმედებისთვის მზად არის და უახლოეს 2 დღეში გაიხსნება საიტიც, საიდანაც საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. კანონის თანახმად, ყოველთვიურად დასაქმებულმა ინდივიდუალურ საპენსიო ანგრიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% უნდა მიმართოს. ორ-ორ %-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო შეიტანს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი. ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვისაც.