არასამთავრობო სექტორი:სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება

{{ARTICLEIMAGE}}
სასამართლო რეფორმის წარუმატებლობასა და სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, – არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძის თანამდებობაზე უვადოდ გამწესება.

“ვეხმაურებით ბოლო დღეებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე მსჯელობა წარიმართება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.

მისასალმებელია, რომ კანდიდატთა განხილვის გადადება, მეტწილად, შესაძლებელი გახდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრთა მცირე ნაწილის პრინციპული პოზიციების დაფიქსირების შედეგად. თუმცა, საგანგაშოა, რომ, განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების გამო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, თანამდებობის დატოვება უწევს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მმართველ პოლიტიკური ძალას არ აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების ძირეული რეფორმა და სისტემური ცვლილებები. შედეგად, სასამართლო კვლავ რჩება პირთა ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო რეფორმის წარუმატებლობასა და სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძის თანამდებობაზე უვადოდ გამწესება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა არჩევა განხორციელდეს ღია, საჯარო და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურით. მხოლოდ ასეთი პროცესი უზრუნველყოფს, რომ მოსამართლის თანამდებობა დაიკავონ კეთილსინდისიერმა, კვალიფიციურმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა; სამართლიანი არჩევნები; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

კავშირი საფარი; მწვანე ალტერნატივა; ღია საზოგადოების ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

პოპულარული

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

კაბარდინო-ბალყარეთში ზვავს 11 ალპინისტი ემსხვერპლა. ექვსი დაკარგულია

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, კაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მთაზე მიჟირგზე ჩამოწოლილი ზვავის...

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა – სიბიგა

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, -...

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...