მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში საცურაო აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წითელი საცურაო კოსტიუმი აცვია. ჩაცმულობის გამო ის ის ინსტაგრამზე გააკრიტიკეს. ცნობილმა ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე ვიდეო მიმართვა ინსტაგრამის “სთორიში” გაავრცელა.
“ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ თითოეული თქვენი თბილი სიტყვა,ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვარ ნებისმიერი ნებისმიერი პოზიტიური სიტყვები ჩემთვის არის მართლაც სიმართლის სხივი. ჩემ თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე. მაპატიეთ ამის ახსნა მუდმივად რომ მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც ახსნა ჭირდება რას ნიშნავს ქალისთვის ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.
თქვენ მინდა გითხრათ – ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი გვედით მომყვება.არ მინდა არავინ დავამძიმო მადლობა ყველას ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს.ძალიან დიდი ბოდიში მძიმე თემებს ვეხები.
რატომ მჭირდება აგიხსნათ რომ მძიმედ და ცუდად ვარ არ ვიცი. მინდა იცოდეთ ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა – ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, ყველას თავისი ჯვარი აქვს“ ,-აღნიშნას ასათიანი.
{{VIDEO}}
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე 2 წლის წინ წინ პარიზის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის იყო.