„არასოდეს ჩემს დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა,“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.
კითხვაზე, რომ სცოდნოდა მას რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები, გადაუღეს, რას იზამდა, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „თავს მოვაძრობდი ყველას ვინც ჩაწერდა”
სააკაშვილის თქმით მისი მთავრობა მსგავს მეთოდებს არ იყენებდა.
„შეიძლება, ვიღაც იღებდა. ამის გაკონტროლება შეუძლებელია. არავის დონეზე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს, ეს არსად არ კონტროლდება და ეს ხდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მაგალითი გაიხსენა, როდესაც პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი შესთავაზეს. მისი განცხადებით, იყო ფაქტი, როდესაც ქართველმა ძალოვანმა გაიცნო გრუს მოქმედ ოფიცერი ქალი, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი და თან გადაიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით მას შესთავაზეს, რომ ამ ქალისთვის ინფორმატორად მუშაობა კადრების შანტაჟით ეიძულებინათ. თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან უარი თქვა ამგვარი მეთოდების გამოყენებაზე.
“ჩვენი პრინციპია, რომ ეს არ კეთდება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის როგორც ოლიგარქის მართვის სტილია ის, რომ ის ჭორაობს სხვის პირად ცხოვრებაზე. მან ირაკლი ალასანიას მაგალითიც გაიხსენა, რომლის პირად ცხოვრებაზე ივანიშვილმა არაერთხელ ილაპარაკა.