“დღეს ქვეყანაში ხალიჩა დაუგეს მტერს”- ასე იწყება კლიპი, რომელიც ყოფილი პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შესრულებით ტელეკომპანია”მესამეზე” გამოჩნდა.
მაკა ჩიჩუა სიმღერით საქართველოს ოკუპაციასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებს, მათ შორის 20 ივნისის სისხლიან ღამეს.
კლიპში ასევე მონაწილეობს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.