არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს,პროსტიტუცია “პაჟალსტა”-კვიციანი (ვიდეო)

“პარტიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პლენარულ სესიაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო  დემოგრაფიული პრობლემები.

“ნარკომანია, პროსტიტუცია, აბორტი წახალისებულია ამ ქვეყანაში. არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს,პროსტიტუცია “პაჟალსტა”, კი ბატონო, აბორტი წახალისებულია,ნარკოტიკები კი ბატონო რისკენ მივექანებით ვერ ხედავთ რომ ვიღუპებით? შობადობა არ არის, სიკვდილიანობა გაზრდილია, ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გენოფონდის გასაძლიერებლად არაფერი არ კეთდება”-განაცხადა კვიციანმა.