ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე გვიან ღამით რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი და სილამაზის სალონი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.
ფაქტის ამსახველ ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაზარალებულები ამბობენ, რომ წაღებულია სალაროებში დატოვებული ხურდა ფული. საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს მინის კარი დილით აგურით დახვდა ჩამტვრეული.
გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. შსს-სინფორმაციით,დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები არასრულწლოვნები არიან.