არასრულწლოვნებმა პეკინის გამზირზე “აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს {ვიდეო}

პეკინის გამზირზე “აიპლიუსის” მაღაზია გაქურდეს. 

“აიპლიუსის” გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის წინა ფასადი და მაღაზიის ვიტრინაში მდებარე ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ამ წუთებში, ადგილზე, გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.