„არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად დაათრევს ამ ქვებს”-კახა კალაძე მრგვალი ბაღის რეაბილიტაციაზე

“თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ” – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  კალაძემ სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის შესახებ და განაცხადა, რომ  უკმაყოფილოა იმ კომპანიით, რომელსაც სამუსაოების შესრულება დაევალა.

თბილისის მერმა მის მოადგილეს დაავალა, რომ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტოს.

„არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ , ხან – აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ირაკლი, ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს,”-განაცხადა კალაძემ.