“არავის აქვს უფლება თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია”-ოქრუაშვილი

“არავის აქვს უფლება თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია”- “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი სცენარისტი ბიძინა ივანიშვიკლი დგას. ოქრუაშვილის აზრით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძირითადი პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანა მოხდეს.

ოქრუაშვილმა ვასაძის ლეგიონის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება წესრიგის დამყარების ფუნქცია შეითავსოს, რადგან ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია. ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას პროცესების ესკალაცია.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დაუსვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და ამ ინსტიტუტებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება. ასევე მივმართავ თითოეულ პოლიციელს დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა თითოეულმა ჯგუფემა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება.”-განაცხადა ოქრუაშვილმა.