შინგან საქმეთა მინისტრი „თიბისი-ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის, რასაც თავისი მიზანი ჰქონდა. გახარიას განმარტებით, მისთვის ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცნტების გადატანა. „ეს გამოუვიდათ და ყველაზე მთავარი, მე, როგორც ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი.
ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ ადამიანები სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ვალდებულებებს თავი აარიდონ და დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები“ – აცხადებს გიორგი გახარია .