არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის არ უკითხავს, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას-ვოლსკი

არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას, – ეს განცხადება  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„საკმაოდ ჩამოყალიბებული, კარგად ორგანიზებული, პატრიოტი და მცოდნე ადამიანია. დიმიტრი სამხარაძეზე შეტევის საფუძველსაც ვხედავ სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ბილწსიტყვაობაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ გაიმართოს, პირველ ადგილზე გავლენ, იმდენად ხეპრულ ენას იყენებენ. „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მყავს მხედველობაში. არ მგონია, რომ ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით რამე ჰქონდეს აქეთ შესაკითხი. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და გინებას დიმიტრი სამხარაძისგან, არ მინახავს.

ერთ-ერთი დეპუტატი გოგოებს იკრებს გარეთ და უბილწესად იგინება. არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას. არც ერთხელ ეს შეკითხვა არ დასმულა,”- განაცხადა ვოლსკიმ.