ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსთავი2–ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დავას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს:
“ნიუტონის III კანონი ქართულ მედია სივრცეში – პროპაგანდა წარმოშობს იგივე სიდიდის კონტრ-პროპაგანდას. რომელია პირველადი და რომელი მეორადი, ამაზე ვერ შევთანხმდებით. ჯობია არც ერთი არ იყოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რუსთავი-2-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ისე, ხელისუფლებას ვურჩევდი – თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, იმედი გაათავისუფლოს. ნიუტონის ზემოთაღნიშნული კანონის შესაბამისად რუსთავი-2-ის ქმედებაც შემცირდება.
პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი ხელისუფლება ფიზიკის კანონებს არ აღიარებს.“– წერს ხუხაშვილი