ნუკრი ქანთარია უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ რახ ახლა ხდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ქანთარია ამბობს, რომ პოზიციას, რომელიც უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილებას უმყარებს ის საქმეა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი.
“სასიამოვნო პროცესები არ მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ არც იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო, გახსოვთ ალბათ. ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას ახლა. მე მგონი, ყოველ შემთხვევაში, ჩემში ეს არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ჩვენი საუბრების შემდეგ მე გამიჩნდა რწმენა, რომ თანადგომა მას კი არა პირადად, არამედ რა საქმესაც მან მოკიდა ხელი, გაცილებით უფრო სჭირდება ახლა სწორედ,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება