რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება სოც მუშაკებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შორის შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრის დასრულების შედეგ სერგეენკომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ გაფიცულ სოც მუშაკებთან შეთანხმება შედგა და მოთხოვნების უმეტესობა უახლოეს მომავალში შესრულდება.
“კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ და 1 კვირის განმავლობაში სამოქმედო გეგმა გაიწერება, რომლის მიხედვითაც მოთხოვნები ეტაპობრივად შესრულდება”-განაცხადა სერგეენკომ.
“ყველა პუნქტი განვიხილეთ, საბოლოო შეთანხმება არის ესეთი რომ რაზეც შევთანხმდით ამას ყველაფერს დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ პოზიციებს და ამის მერე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე.მე ვფიქრობ რომ არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი ამიტომ ვფიქრობ რომ გაფიცვა შეწყდება”
რაც შეეხება ხელფასების ზრდას, მინისტრის განცხადებით, ამის შესაძლებლობა 9 თვის მანძილზე არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ სოც მუშაკები 25 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი სერვისის შექმნას ითხოვენ.