არცერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით არ ყოფილა გამოყენებული აქციაზე-გახარია


“არცერთი ტყვია, რომელიც  აკრძალულია კანონით არ ყოფილა გამოყენებული აქციაზე”- განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

გახარიას თქმით, 20 ივნისს აქცია იყო მშვიდობიანი, თუმცა გარკვეული ჯგუფის მხრიდან მოხდა პოლიციელებზე თავდასხმა.

“არცერთი ტყვია, რომელიც არის აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად გამოყენებული არ ყოფილა, რათქმაუნდა ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი რომელის დარღვევაც იწვევს შესაბამის შედეგებს.

რაც შეეხება იმ კომპონენტს რა საჭირო იყო ამ ტყვიების გამოყენება თუ არგამოყენება ეს არის უკვე ღონისძიების მიმდინარეობის თემა. ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო მშვიდობიანი, არანაირი პრობლემა არ არსებობდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტების თავდასხმის”-განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით ხვალ უნდა მისულიყო, თუმცა გადაიფიქრა.