არჩილ თალაკვაძე გახარიასთან დაკავშირებით კითხვის დასმის საფუძველს ვერ ხედავს

„მაგ მსჯელობას არც ვიყიდი და არც ვიჩუქებ“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გადაცემა „ბარიერში“ თიბის ბანკის საქმეზე მსჯელობისას გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ არ აქვს საფუძველი დასვას შეკითხვა აქვს თუ არა კავშირი ხაზარაძის საქმეს ანაკლიის პორტის პროექტთან.
„თიბისი ბანკის“ საქმეს თალაკვაძე ორ შემადგენელ ნაწილად ყოფს და აცხადებს, რომ პირველი ნაწილი დიდი ოდენობით თანხის ტრანზაქცია და გამოძიებაა, მეორე კი ამ საქმის გარშემო ხელოვნურად შექმნილი ამბებია. გადაცემა „ბარიერში“ არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ თიბისი ბანკის“ საქმის გამოძიებას ანაკლკიის პორტის პროექტთან არანაირი კავშირი არ აქვს და ანაკლიის პორტს სახლმწიფოს მხრიდან არანაირი პრობლემა არ ემუქრება.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილს და შინაგან საქმეთა მინისტრის ამ წერილთან კავშირს. არჩილ თალაკვაძე გადაცემის წამყვანს უსვამს შეკითხვას: „როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებიც მილიონიან ბანკს მართავენ, შეასრულებენ ისეთ მოთხოვნებს, რაც იმ არაიდენტიფიცირებულ და ხელმოუწერელ წერილშია ჩამოწერილი“?
თალაკვაძე ჟურნალისტს პასუხობს, რომ ხაზარაძემ ვერ დაადასტურა საკუთარი განცხადება, რადგან რაც „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელმა წარმოადგინა მტკიცებულებად, არ არის ის, რაც კომიტეტის სხდომაზე მისგან მოისმინა საზოგადოებამ.
„მე გეკითხებით, გახარიაზე რომ მიკეთებთ აქცენტს, რისი საფუძველიც არ გაქვთ, გახარია არის ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომისტი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ბიზნესის ინტერესებს. თქვენ დღეს რას მეუბნებით, რას, რომ შს მისნისტრის რანგში შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ ამბავთან? ეს ამბები იყო შექმნილი ხელოვნურად , რომ გადაეფარათ მსჯელობა ფაქტობრივ ამბავზე“ – განუცხადა ჟურნალისტს თალაკვაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გაახსენდა გამოძიებას ახლა 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქცია და როგორ მოხვდა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია წინასწარ kvira.ge -ზე, თალაკვაძე პასუხობს, რომ როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიცვალა და ფინანსური მონიტორინგის სამსახური გამოეყო ეროვნულ ბანკს, ათვლა იქიდან უნდა დავიწყოთ.
პროკურატურიდან წინასწარ გაჟონილ ინფორმაციაზე და წინმსრებად ერთ-ერთ მედიასაშუალებაში საქმის მასალებს დაბეჭდვაზე, თალაკვაძე ამბობს, რომ როდესაც საქმე აღიძვრება, ინფორმნაცია აქვს არა მხოლოდ პროკურატურას, არამედ დაცვის მხარესაც და დაზარალებულსაც.
„ეს არ არის დახურული საქმე და არც საიდუმლო გრიფი ადევს. რატომ გამორიცხავთ, რომ არ იყო ამ საქმეზე შეხვედრები მხარის მიერ გამართული და არ განიხილავდნენ საკითხს“- განაცხადა „ბარიერში“ არჩილ თალაკვაძემ.