94 მომხრე არცერთი წინააღმდეგი-არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ერთსულოვანი მხარდაჭერის შემდეგ პარლამენტის სასესიო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ჰიმნის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ თავმჯდომარის სკამი დაიკავა და ამ დროისთვის პარლამენტის სხდომას უძღვება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.