საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარი მხოლოდ ინგლისურად გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, ის თავს იკავებდა, რომ საარჩევნო პროცესსში არ ჩარეულიყო, თუმცა “არასახელმწიფოებრივმა და არაკონსტიტუციურმა” მოწოდებამ აიძულა რომ საკუთარი უკმაყოფილება დაეფიქსირებინა.
“ყოფილი პრეზიდენტის ღია არაკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს,რომ გამოვხატო ჩემი შეშფოთება და პირდაპირი უარყოფა. ჩემი უპარტიო სტატუსის გამო აქამდე ვიკავებდი თავს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა ის რაიმე ფუნქციას და არის თუ არა ის ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია”, — წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.