argadadge.ge – ასე ჰქვია ვებ-გვერდს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვენ არ გადადგეს.
“მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას”, – მითითებულია გვერდზე.
ამ ეტაპზე გახარიას მხარდამჭერების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ არ გადადდგეს შს მინისტრი 5975-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით, რაც არარეალური მომხმარებლების ე.წ. “ფეიქების” არსებობას არ გამორიცხავს. ამას მოწმობს ხელმომწერთა შორის იმ ფეისბუქ ანგარიშების სახელწოდებაც, რომლებსაც შემდეგი სახელები ქვიათ: Граф Монте Кристо, კოლხურ იბერიული ორდენი, ليكا ليكا, ერნესტო ჩე-გევარა, ყველაფერი საუკეთესო, にな ガビリ ワト, კოლხი კაცი, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, 和 野, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი, Kirchxibi, უფაალო გაძლიერე საქართველო ამინ, Спартак Кудба, აკაკი ბასლანძე ცხუმ-აფხაზეთი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, Çiğdem Merttürk