სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მედიაექსპერტები გადაწყვეტილების შესაძლო ინტერპრეტაციაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების შესაძლებლობაზე საუბრობს.
“არის საშიშროება, რომ ხელისუფლებამ არასწორად მოახდინოს ინტერპრეტირება ამ გადაწყვეტილების, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადობის, იმ ადამიანების მობილიზება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პლურალისტული გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში,”-აცხადებს, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი,
თამარ კინწურაშვილი.