არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლას საპატრიარქოს კომისია განიხილავს

საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, არქიმანდრიტის წყევლას საპატრიარქოს კომისია განიხილავს.

„ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე” – აღნიშნულია განცხადებაში.

ბართლომე ფირცხალაშვილმა საჯარო კომენტარში “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა.