“არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს”- დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს, აცხადებს, რომ არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ანიტა რაჭველიშვილზე ნათქვამი სიტყვების გამო.

„ახლა არქიმანდრიტ ფირცხალაშვილს ერთადერთი რამ ჰმართებს: ის მაღალი ქუდი უნდა მოიხადოს, გამოვიდეს და საჯაროდ, ქრისტიანების წინაშე გულწრფელი ბოდიში მოიხადოს მღვდლისთვის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო სურვილისთვის. ასევე, პატიება უნდა სთხოვოს ადამიანს, ქალს და სახელოვან მომღერალს იმ საშინელი და მდაბიო სიტყვებისთვის. სიტყვა თუ სურვილი, რაც შეიძლება წამოსცდეს საერო ადამიანს, არ ეპატიება მღვდელს“, –  წერს  დეკანოზი თამაზ ლომიძე.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირმა არქმინადრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილის ყელის კიბო უსურვა.