არქტიკაში რუსეთის სამხედრო გემს ლომვეშაპა დაესხა თავს და ჩაძირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წერს.ინციდენტი 18 სექტემბერს მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ლომვეშაპი გემს სავარაუდოდ საკუთარი ნაშიერების დასაცავად დაესხა თავს.
ბორტზე რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.