ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ ეთერზე უარის თქმის მიზეზად პროტოკოლის დასახელებას, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა.
“მეგობრებო! კოლეგებო! ძვირფასებო! ❤️
დაიმახსოვრეთ!
არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს სტუდიაში.
ვიმეორებ: არსად! არასოდეს!
ერთადერთი გამონაკლისი არის გიორგი მარგველაშვილი.
მაგალითები, რომლებსაც თქვენ იმოწმებთ, ნახევარსიმართლეა:
ეგ პერსონები სტუდიებში იყვნენ ან პრეზიდენტობის შემდეგ ან პრეზიდენტობამდე (პრემიერობამდე, კანცლერობამდე), წინასაარჩევნო კამპანიიის ფარგლებში, როცა ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობდნენ.
წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილსაც არ უთქვამს უარი პირდაპირ ეთერში სტუდიაში მისვლაზე. (მხოლოდ ჩემთვის ვერ მოიცალა, მაგრამ არაუშავს, – კარგად მახსოვს, რა მძიმე პერიოდი იყო.