„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას,“ -„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე ჯიბღაშვილის საქმეს გამოეხმაურა.
გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის იზოლატორი 10 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, სალაძეს ეჭვი აქვს რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შერჩევით სამართალთან.
„ამაზე არავინ არ ვკამათობთ, რადგანაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილება რჩება პროკურატურას, მკაფიო ხედვა არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე, ასევე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის განწყობა, რომ არსებული პოლიტიკა არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი, როგორიც არის, მაგრამ თუ ეს იქნება ინდივიდუალურ შემთხვევებში და არა ზოგადად ყველას მიმართ, ცხადია, ეს იქნება კრიტიკის საგანი,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.