ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ,-ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მედიას პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა. ექიმმა მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა მეგობარს, ვინც გვერდში მედგა განსაკუთრებით, ჩემს ლამაზ მეუღლესა და ბრწყინვალე შვილებს. რა ინფორმაციასაც მაწვდიდნენ, ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ.