საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პოსკრიპტუმის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.
„ამდენი ხანი, ივანიშვილი იძახდა, რომ რუსეთთან დაალაგა ურთიერთობა. რა დაალაგა ასეთი, რომ გაბუნიას ერთმა უგემოვნო, გაუაზრებელმა გამოხტომამ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენი აზრით, რუსეთმა დაგვბომბოს?! საერთოდ აზრზე ხართ, რას ლაპარაკობთ?
ჩემს დროს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დიდი უბედურებისა, რუსი ტურისტები შემოვიყვანეთ, რუსები გვექცეოდნენ პატივისცემით, იმიტომ, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს რეფორმებით და დღეს მე რუსეთში მაქვს ბევრად მეტი ავტორიტეტი ხალხს შორის, ვიდრე ივანიშვილს ან მისი ბანდის რომელიმე წევრს, რომელთაც საერთოდ არ იცნობენ. ახლა ბოლომდე აიწეწა ურთიერთობები, ტურისტებს აჩერებენ, ფრენები შეჩერდა, ყველაფერი აირია და ახლა თურმე შეიძლება გაბუნიას გამო დაგვბომბომ. ყველაფერი დალაგდება, ივანიშვილს არანაირი ხრიკები აღარ უშველის. ახლა მთავარია კონსოლიდაცია, ერთიანობა და შეუპოვრობა. ჩვენ არასდროს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე და ჩვენს თავისუფლებაზე. “, – განაცხადა სააკაშვილმა.