“ასეთი დემოკრატია ბოლო 30 წელია საქართველოში არ ყოფილა”-ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველზე 20 ივნისის მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობამ და პოლიციამ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა.
ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა.
“აგრესიას და გაბრაზებას ვერ ვმალავ ამაშიც გამოჩნდა, რამდენად ანტიეროვნულ ძალასთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილი მელია და სხვა ლიდერები, რომლებიც იზიარებენ მის ამ ბრიყვულ აჩემებას, რომ დაამხოს ხელისუფლება, რომელსაც ის ვერ ეღირსება მეგობრებო, ეს არ არის არც 90-იანი წლები, არც 2003 წელი, ჩვენ სხვა ხელისუფლება ვართ, სხვა მმართველი გვყავს ჩვენ ასეთი დემოკრატია ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა მეგობრებო,ეს გაითვალისწინოს ყველამ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, ეს დაამტკიცა ჩვენმა პოლიციამ ეს დაამტკიცა ჩვენმა მთავრობამ”-განაცხადა ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში.