ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გახსოვთ საქართველოში? – ნინო ბურჯანაძე

საქართველოს ყავდა ცუდი და კარგი ხელისუფლებაც, თუმცა ისეთ გამასხარავებულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორც ახლა საქართველოა, არ ყოფილა, ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვკავკასიის” გადაცემა ბარიერში. დღევანდელ ხელისუფლებას მან სამარცხვინო უწოდა.  

“ხომ არ შეიძლება ბახტაძე აღიქვა სერიოზულად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე – სირცხვილია უბრალოდ. შეიძლება, ცუდი ადამიანი არ არის. ახალგაზრდა კაცია და ვწუხვარ, რომ ასე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. გარდა ღიმილისა, რაღაც განცდა ხომ უნდა გქონდეს, როდესაც ეკრანზე გამოჩნდება. გეფიცებით ადამიანობას, თუ ამას გულის ტკივილით არ ვამბობდე. სირცხვილია მართლა – რა ხალხია პარლამენტში, ვინ არიან. ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გახსოვთ საქართველოში”?ამბობს ნინო ბურჯანაძე.