ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის ნაწილმა, ფოიეში ყურანიდან ამონარიდი წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლოში ყურანის წაკითხვის პროცესში, მლოცველებისთვის ხელი არავის შეუშლია.
მუსლიმების განცხადებით, მათ ლოცვა დემონსტრაციულად სპეციალურად წაიკითხეს, იმის სადემონსტრაციოდ,რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და სამართლებრივად სურთ მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა. პროცესი 12 ივნისამდე გადაიდო. მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის აგაცემას მოითხოვს.
ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობს.