{{ARTICLEIMAGE}}აშშ–მ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს შესაძლებლობების 99% გაანადგურა. ეს განცხადება აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ სირიიდან ქვეყნის სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ჩვენ გავანადგურეთ ხალიფატის 99 პრცენტი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა მეთანხმებით?“ – დაუსვა კითხვა პომპეომ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფო დაამარცხეს. მოგვიანებით იმავე დღეს თეთრმა სახლმა სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ სირიაში აშშ–ს მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებული კამპანია დასრულდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპს მოკავშირეების ღალატში ადანაშაულებენ.














